14 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, ერთ-ერთ ქარხანაში ხანძრის შედეგად. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს. დაშავებულია 13 მეხანძრე.
დელიში, ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი დილით გაჩნდა. სამაშველო ოპერაციის დროს კი შენობაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობა თითქმის მთლიანად ჩამოინგრა.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.