ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 134 154 შემთხვევა გამოვლინდა, 2 887 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 134 154 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 2 887 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან, ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 28,4 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 337 989 შეადგინა.
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 134 154 შემთხვევა გამოვლინდა, 2 887 პაციენტი კი გარდაიცვალა