ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, დაკარგულად ითვლება 150-მდე პირი.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ინდოეთის ამინდის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ძლიერმა ნალექმა გამოიწვია მყინვრული ტბის ადიდება და კატასტროფული წყალდიდობა.

როგორც მედია წერს, აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა.