ინდოეთის ქალაქ აჰმედნაგარში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ქალაქ აჰმედნაგარში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰმედნაგარში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა სახელმწიფო ჰოსპიტალში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 17 პაციენტიდან, მხოლოდ შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.