ინდოეთის დასავლეთ რეგიონებს ტროპიკული შტორმი „ვაიუ“ უახლოვდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიის ზონიდან უკვე განხორციელდა 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს მიაღწევს.
განსაკუთრებული გაფრთხილება მიიღეს სანაპირო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა. მთავრობა ურჩევს გემების მეპატრონეებს, თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ეს იქნება ინდოეთისთვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმი.