იმერეთში გამოკვლეული 30 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
იმერეთში გამოკვლეული 30 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ჩატარებულ კვლევებს შორის 15 მედპერსონალის ანალიზია.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 327 მოქალაქე იმყოფება.