იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამედიცინო დაწესებულებებიდან ქუთაისში გამოკვლეულ 56 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამედიცინო დაწესებულებებიდან ქუთაისში გამოკვლეულ 56 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამედიცინო დაწესებულებებიდან ახალ კორონავიურსზე 56 პაციენტის სინჯი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 50 მოქალაქე იმყოფება.

ამასთან, კარანტინის სივრცე შვიდმა ადამიანმა დატოვა და 445 დარჩა.