ილონ მასკი ეთანხმება ამერიკელი მილიარდერის, დევიდ საქსის მოსაზრებას, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლა არ იყო ნებაყოფლობითი, არამედ ეს „გადატრიალებაა“
ილონ მასკი ეთანხმება ამერიკელი მილიარდერის, დევიდ საქსის მოსაზრებას, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლა არ იყო ნებაყოფლობითი, არამედ ეს „გადატრიალებაა“

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ეთანხმება კიდევ ერთი ამერიკელი მილიარდერის, დევიდ საქსის აზრს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლა არ იყო ნებაყოფლობითი, არამედ ეს „გადატრიალებაა“.

ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა დევიდ საქსის პოსტზე და „100“ დაწერა.

რაც შეეხება თავად დევიდ საქსის პოსტს, მან სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა: „დემოკრატი პროპაგანდისტები სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საუბრობენ ყალბი გადატრიალების შესახებ, ასე რომ, ახლა ისინი სასტიკად უარყოფენ, რომ რეალური გადატრიალება მოხდა. არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენს არ ემუქრებოდა გადაყენება 2021 წლის 6 იანვარს, მაგრამ ის რეალურად გადააყენეს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის პოსტიდან 2024 წლის 21 ივლისს, მიუხედავად მისი არაერთგზის დაჟინებული მტკიცებისა, რომ მას არ სურდა წასვლა. ეს არ იყო ნებაყოფლობითი გადადგომა; ეს იყო პოლიტიკური დარტყმა, ნენსი პელოსის, როგორც საკვანძო ფიგურით. ეს გადატრიალებაა“.