ილონ მასკმა კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა

15:50, 07.08.2024

ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა.

მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც კამალა ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. ჰარისი აღნიშნულ გამოსვლებში მთავარ ყურადღებას თანასწორობაზე და თანასწორობისთვის ბრძოლაზე ამახვილებს.

„კამალა ფაქტობრივად კომუნისტია. მას სურს არა მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგებიც“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი