ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია
ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია

როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გამართავს შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, მოგვიანებით კი, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდგომი თანამშრომლობა და სწორედ ამ შეხვედრით მოხდება კონკრეტული საკითხებისა თუ პრიორიტეტების იდენტიფიცირება შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უკვე დღეს, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელიც, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის. როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, კონსტიტუციური რეგულაციით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრებიც შეაფასა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო სხდომა და აღნიშნა, გუშინდელი დღე იყო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.

„შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა გუშინ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბრიუსელში. ერთი მხრივ გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის პირებთან, გაიმართა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის შეხვედრა – ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელიც ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მთავარი მექანიზმია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.