ილია დარჩიაშვილი - კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია, დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს
ილია დარჩიაშვილი - კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია, დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

„კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 117 ადამიანი კი დაშავდა. ამასთან, რუსული მხარის მიერ მასიური თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა.