ილია დარჩიაშვილი – კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია, დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აგრესია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 117 ადამიანი კი დაშავდა. ამასთან, რუსული მხარის მიერ მასიური თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა.
The attack on the children’s hospital in Kyiv is profoundly devastating. Aggression and attacks targeting civilians, particularly children, can not be tolerated under any circumstances. We stand in solidarity with the people of Ukraine.
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) July 9, 2024