საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში პროექტის „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროქტში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება, 12 ქართველი თანამედროვე მწერალია ჩართული. ისინი ჯარის თემატიკაზე ნაწარმოებებს შექმნიან. კრებულის გამოცემა აგვისტოშია დაგეგმილი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.