ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო შვიდ დღეში ევროპაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ევროპაში „კოვიდ-19“- ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით, ექვსი პროცენტითაა გაზრდილი.
ბოლო შვიდ დღეში კონტინენტზე ვირუსის 1,8 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„უნდა შევცვალოთ ტაქტიკა და ვირუსის გავრცელებაზე რეაქციის ნაცვლად, უნდა ვიმუშაოთ, რათა ის აღვკვეთოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.
კლუგეს შეფასებით, ევროპაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემაშფოთებელია.