ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი სატვირთო შეეჯახა.
სატვირთოების შეჯახებამ, რომლებსაც სპირტი გადაჰქონდათ, აალება და ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ავარიის გამო, ავტობანზე საცობია და გადაადგილება შეზღუდულია.