იერუსალიმში სამხედროების ჯგუფს მანქანა დაეჯახა, პოლიცია მომხდარს შესაძლო ტერაქტად განიხილავს
იერუსალიმში სამხედროების ჯგუფს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ისრაელის შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი. პოლიცია მომხდარს, როგორც ტერორისტულ თავდასხმას, იძიებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, სამხედროები იერუსალიმში ფიცის დადების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის დასათვალიერებლად გავიდნენ.
მედიკოსების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.