იერუსალიმში ქართველი პილიგრიმები დღეს „ვია დოლოროსას” გზას გაივლიან
იერუსალიმში ქართველი პილიგრიმები დღეს „ვია დოლოროსას” გზას გაივლიან. გადმოცემის მიხედვით, ეს სწორედ ის გზაა, რომელიც მაცხოვარს ჯვარცმამდე გაატარეს.
„ვია დოლოროსა”-ს 600 მეტრიან გზაზე, მორწმუნეები იმ ადგილებზე შეჩერდებიან, სადაც აღნიშნულია მაცხოვრის გაჩერებები, მათ შორის ნეველის ტაძართან, სადაც მაცხოვარმა მსჯავრი მიიღო.
„ჯვარცმის გზაზე დღეს განსხვავებული წარმომავლობის, შეხედულებისა და წეს-ჩვეულების ადამიანები საერთო რწმენამ გაგვაერთიანა”, – ამბობენ მომლოცველები.