იერუსალიმში აღდგომის ტაძრის კარი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა
იერუსალიმში აღდგომის ტაძრის კარი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა

იერუსალიმში აღდგომის ტაძრის კარი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა.

ერთობლივ განცხადებაში კათოლიკური, მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მადლობას უხდიან პრემიერ-მინისტრს დიალოგისთვის მზაობის გამო, ასევე მოლაპარაკების დასრულებამდე იმ მოთხოვნების შეჩერებისთვის, რომელსაც იერუსალიმის მუნიციპალიტეტი ეკლესიას უყენებს.

კერძოდ, იერუსალიმის მერი ეკლესიას წლების განმავლობაში, 152 მილიონი ევროს ოდენობით დაგროვილი დავალიანების დაფარვას სთხოვს, რომელიც ეკლესიასთან არსებული კომერციულ დაწესებულებებს (სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებს) ეკისრებათ.

პრემიერმა ასევე დამატებით შემოწმებაზე გადაამისამართა მიწით სარგებლობის შესახებ კანონპროექტი.

ორშაბათს ქრისტეს საფლავის მოსალოცად მისულ პილიგრიმებს, აღდგომის ტაძრის კარი დახურული დახვდათ. ერთობლივ განცხადებაში მღვდელმთავრებმა, განხილვის სტადიაზე არსებული კანონპროექტი

„დისკრიმინაციულად და რასისტულად“, შეაფასეს და განაცხადეს, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლებას ეკლესიის მიწების ექსპროპრიაციის საშუალებას მიეცემა.

სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეკლესიის საკუთრებაზე გადასახადების დაწესებისთვის.