იენს სტოლტენბერგი - ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს
ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან არ გაუყვანია შეიარაღებული ძალები და მეტიც, რაოდენობას ზრდის, ასევე არსებობს ვარაუდები, რომ რუსეთი თავდასხმის დასაწყებად საბაბს შექმნის.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო პოლიტიკურ გამოსავალს ემხრობა.
„ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა შეცვალოს კურსი და ჩვენთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკებისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.