იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, ასევე, ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა
იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, ასევე, ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკანონო აგრესიული ომი, რომელმაც უკრაინელ ხალხს წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა, შეარყია მშვიდობა ევროპაში და გავლენა იქონია ყველაზე მთელ მსოფლიოში საკვებისა და ენერგოკრიზისის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა,

„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, სიმამაცე და ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა.

ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ, დაიცვას თავდაცვის უფლება. დასაწყისიდანვე ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკავშირთან უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.