იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმებს პროპორციულად უპასუხებს
ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან, პასუხი „ჰამასის“ თავდასხმაზე პროპორციული იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ველოდები, რომ როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხს, ეს იქნება პროპორციული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი იქნას გაკეთებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.