იენს სტოლტენბერგი – ველოდები, რომ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმებს პროპორციულად უპასუხებს

22:44, 11.10.2023

ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან, პასუხი „ჰამასის“ თავდასხმაზე პროპორციული იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ველოდები, რომ როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხს, ეს იქნება პროპორციული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი იქნას გაკეთებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი