იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კრიზისის მოგვარება დიპლომატიის საშუალებითაა შესაძლებელი, რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კრიზისის მოგვარება დიპლომატიის საშუალებითაა შესაძლებელი, რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად

უკრაინის კრიზისის მოგვარება დიპლომატიის საშუალებითაა შესაძლებელი და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად, – ამის შესახებ პარიზში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ალიანსის ლიდერი საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.

„რუსეთმა დეესკალაცია უნდა დაიწყოს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დაუბრუნდეს დიპლომატიას. კრიზისი პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას მოითხოვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი ინარჩუნებს პოზიციას, რომლითაც მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უკრაინის მთლიანობაზე თავდასხმას მასობრივი სტრატეგიული შედეგები მოჰყვება.