იენს სტოლტენბერგი - შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს
იენს სტოლტენბერგი - შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს

ოფიციალურად, შვედეთი ნატოს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.

„შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატო-ს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“,- აცხადებს სტოლტენბერგი.

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.