იენს სტოლტენბერგი – შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს
ოფიციალურად, შვედეთი ნატოს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„შვედეთის გაწევრიანება ნატო-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატო-ს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“,- აცხადებს სტოლტენბერგი.
შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
It’s official – #Sweden is now the 32nd member of #NATO, taking its rightful place at our table. Sweden’s accession makes NATO stronger, Sweden safer, and the whole Alliance more secure. I look forward to raising their flag at NATO HQ on Monday.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 7, 2024