იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად
საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს გაწევრიანების პროცესის ნაწილი. სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, მანამდე უნდა იყოს ალიანსის წევრების კონსენსუსი MAP-ზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ალიანსის წევრობას.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები, განამტკიცოს კანონის უზენაესობის დაცვა, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ებრძოლოს კორუფციას.