იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის
იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის

ნატო მხარს უჭერს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ.

„ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ერთი-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში განვიხილავთ. ჩვენ შარშან დავადასტურეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, როდესაც მონტენეგრო გახადა ნატო-ს 29-ე წევრი.  მხარს ვუჭერთ სხვა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.