იემენში, ჰოდეიდას პორტიდან დაპირისპირებული მხარეების გაყვანის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება
იემენში, ჰოდეიდას პორტიდან დაპირისპირებული მხარეების გაყვანის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამის შესახებ იემენის საკითხებში გაერო-ს საგანგებო წარმომადგენელმა განაცხადა. მარტინ გრიტიფის განმარტებით, პროცესი უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დღესაც კი დაიწყოს.
„დაპირისპირებული მხარეების მიერ სალეფის და რას-ისას პორტების დატოვება პირველი ნაბიჯია. ამას ავტომატურად მოჰყვება ჰოდეიდას პორტის, შემდეგ კი ქალაქის კრიტიკული ადგილების დაცლა,“ – განაცხადა მარტინ გრიფიტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
დიპლომატის განმარტებით, ამ გზით აქამდე მიუწვდომელ ადგილებში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მოხერხდება. ეს კი, იემენში მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მსოფლიო სასურსათო საბჭოს მიერ მომზადებული ჰუმანიტარული დახმარება 3,7 მილიონ იემენელს ერთი თვის განმავლობაში საკვებით უზრუნველყოფს. აღნიშნული დახმარება ხუთი თვის განმავლობაში დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდა. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, საკვები დანიშნულების საბოლოო წერტილამდე დროულად უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტს ვარგისიანობის ვადა ამოეწურება.