იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ამერიკულ სავაჭრო გემზე იერიში განახორციელეს
„ჰუსიტებმა“ ამერიკულ სავაჭრო გემზე იერიში განახორციელეს, – ამის შესახებ იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარიმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„იემენის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სპეციფიკური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნეც ამერიკული სავაჭრო გემი KOI იყო. ის ოკუპირებული პალესტინის პორტისკენ მიემართებოდა“, – განაცხადა ჰუსიტების სპიკერმა.
იაჰია სარის თქმით, იემენი „ბრიტანულ-ამერიკულ ესკალაციაზე“ შურისძიებას არ დააყოვნებს.
„იემენის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში მყოფი ძმების მხარდაჭერასა და სოლიდარობას ისრაელის ნავიგაციის ან მათი ბლოკირებით, ვინც ოკუპირებული პალესტინის პორტისკენ მიემართება წითელ და არაბთა ზღვაში, ვიდრე საკვები და მედიკამენტები არ იქნება დაშვებული ღაზაში“, – განაცხადა იაჰია სარიმ.