იაშვილის კლინიკაში მიყვანილი არასრულწლოვნების საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მიყვანილი არასრულწლოვნების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურში არასრულწლოვნების დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
მანამდე, პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი შეიყვანა, რომელთაც სამედიცინო კვლევები უტარდებათ.