იაშვილის კლინიკაში ორი არასრულწლოვანი დაზიანებებით მიიყვანეს
იაშვილის კლინიკაში ორი არასრულწლოვანი დაზიანებებით მიიყვანეს

​იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი ბიჭი შეიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, დაჭრილების ასაკი 15 და 16 წელია. არასრულწლოვნებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლინიკაში რამდენიმე წუთში გაკეთდება.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.