იაშვილის კლინიკაში მიყვანილი არასრულწლოვნების საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

20:30, 09.02.2018

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მიყვანილი არასრულწლოვნების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების პრესსამსახურში არასრულწლოვნების დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მანამდე, პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი შეიყვანა, რომელთაც სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მსგავსი