იაპონური მედია - ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების 11-მა გემმა იაპონიის სამხრეთ კუნძულების მახლობლად გაცურა
იაპონიის სამხრეთ კუნძულების მახლობლად ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების 11-მა გემმა გაცურა, რის გამოც იაპონიის მთავრობამ „სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, – ამის შესახებ Kyodo news-ი წერს.
იაპონური მედიის ცნობით, გემები გაემართნენ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მას შემდეგ, რაც გაიარეს პრეფექტურის მთავარ კუნძულ ოკინავასა და კუნძულ მიაკოს შორის და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინური და რუსული გემები ერთად გადაადგილდებოდნენ.
მედია წერს, რომ გემებმა, როგორც ჩანს, მონაწილეობა მიიღეს წყნარ ოკეანეში ჩინეთ-რუსეთის ერთობლივ პატრულირებაში.
ოფიციალური პირების თქმით, იაპონიის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს იაპონიის ირგვლივ ორი ქვეყნის განმეორებით ერთობლივ სამხედრო ქმედებებს, როგორც „აშკარად მიმართული ძალის დემონსტრირებას ქვეყნის წინააღმდეგ“.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან თავისი შეშფოთება „ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, ჩინეთსა და რუსეთს დიპლომატიური არხებით გადასცა.