იაპონიის კუნძულ ოკინავაზე დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს ალკოჰოლის მიღება აუკრძალეს
იაპონიის კუნძულ ოკინავაზე დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს ალკოჰოლის მიღება აუკრძალეს.
შეზღუდვის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რომელსაც კუნძულ ოკინავას მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ცნობით, სამხედრო რომელიც სატვირთო ავტომობილით ფურგონს შეეჯახა, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში დაადასტურეს, რომ ავარია არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფი ჯარისკაცის გამო მოხდა.
საპასუხოდ ამერიკელ სამხედროებს ალკოჰოლის მიღება აუკრძალეს. ამავე დროს ჯარისკაცებს ჩაუტარდებათ სავალდებულო ტრენინგების სერია.
კუნძულ ოკინავაზე 26 ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მართავს აქციებს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ისინი ავიაბაზის გადატანას ითხოვენ.