„ბიბისი“ - ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა
„ბიბისი“ - ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტოქსიკაციით 3 000 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ალკოჰოლურ საშუალებებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებენ.

ირანში უკვე დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ აწარმოებდნენ ალკოჰოლს.

ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 62 500 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 3 872 ადამიანი.

დატოვე კომენტარი