„ბიბისი“ - ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა
ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტოქსიკაციით 3 000 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ალკოჰოლურ საშუალებებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებენ.
ირანში უკვე დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ აწარმოებდნენ ალკოჰოლს.
ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 62 500 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 3 872 ადამიანი.