რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეკატერენბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანია დაღუპული

11:19, 17.10.2021

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეკატერენბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილებს მეთილის სპირტი ჰქონდათ დალეული. მათ ალკოჰოლი 7-დან 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისგან შეიძინეს.

ის ადამაიანები, რომლებიც მეთილის სპირტს ჰყიდნენ პოლიციამ დააკავა.

მსგავსი