იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ქარიშხალმა გადაუარა - დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი
იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე 16 მოქალაქე დაშავდა.
ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმის გამო, ასობით ავიარეისი გადაიდო. 150 000-ზე მეტი აბონენტი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი.
ევაკუაციის განკარგულება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში, წყალდიდობის გამო 200 ადამიანი დაიღუპა.