იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ქარიშხალმა გადაუარა – დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი

11:29, 29.07.2018

იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად სულ მცირე 16 მოქალაქე დაშავდა.

ძლიერი ქარისა და გადაუღებელი წვიმის გამო, ასობით ავიარეისი გადაიდო. 150 000-ზე მეტი აბონენტი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი.

ევაკუაციის განკარგულება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში, წყალდიდობის გამო 200 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი