28 წლის იაპონელი სუმოისტი, რომელიც სებუსის ფსევდონიმით გამოდიოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, სებუსი ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის იყო პირველი სუმოისტი იაპონიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
იაპონიაში კორონავირუსით 15 968 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 657 ადამიანი გარდაიცვალა.