იაპონიაში კორონავირუსით 28 წლის სუმოისტი გარდაიცვალა

17:01, 13.05.2020

28 წლის იაპონელი სუმოისტი, რომელიც სებუსის ფსევდონიმით გამოდიოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა.

იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინფორმაციით, სებუსი ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის იყო პირველი სუმოისტი იაპონიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

იაპონიაში კორონავირუსით 15 968 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 657 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი