ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე მერვედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან გორგაძე კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს გაზაფხულის სუპერტურნირზე, რომელიც იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში მიმდინარეობს.

ქართველი სუმოისტის დღევანდელი მეტოქე ჯურიო დივიზიონის მეექვსე ნომერი, იაპონელი დაიამამი იყო. ტოჩინოშინმა გუშინ, ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმის მიუხედავად ასპარეზობა მაინც განაგრძო. გორგაძემ მეტოქის მოძალებას ვერ გაუძლო და ბრძოლა დათმო.

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინს რვა მარცხი და მხოლოდ სამი გამარჯვება აქვს, რაც ნიშნავს რომ ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ვერ აცდება და წოდებაში დაქვეითდება.