იემენში მებრძოლმა შიიტურმა შეიარაღებულმა გაერთიანებამ – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტა დედაქალაქის სიახლოვეს ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არავითარი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ჰუსიტები, რომელთაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ზურგს უმაგრებს, იემენში მთავრობის წინააღმდეგ 2015 წლიდან იბრძვიან. საუდის არაბეთის მიერ ფორმირებული კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ ორი წელია საჰაერო იერიშს ახორციელებს. იემენის კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 მილიონამდე ადამიანი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.