ჰონგ-კონგში, ერთ-ერთ პარკში ქალმა ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
ჰონგ-კონგის ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია
გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა ასაკი 60-დან 80 წლამდეა. ორ მათგანს ჭრილობა თავის არეში, ორს კი მხარში აქვს მიყენებული.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ ცეცხლი ოჯახის ნათესავმა, 40 წლამდე ასაკის ქალმა გაუხსნა. სამართალდამცველებმა ქალი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დააკავეს.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.