ჰონგ-კონგის ლიდერი - ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანის დამოუკიდებლობის წახალისების ტოლფასია და ღიად აყენებს გამოწვევის წინაშე ერთი ჩინეთის პრინციპს
ჰონგ-კონგის ლიდერი - ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანის დამოუკიდებლობის წახალისების ტოლფასია და ღიად აყენებს გამოწვევის წინაშე ერთი ჩინეთის პრინციპს

ჰონგ-კონგის ლიდერი მკაცრად გმობს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტს.

ჯონ ლიის განცხადებით, ჰონგ-კონგის მთავრობას ურყევი პოზიცია აქვს „დამოუკიდებელი ტაივანის“ ნებისმიერ პროპაგანდასთან დაკავშირებით.

„პელოსის ვიზიტი ტაივანის დამოუკიდებლობის წახალისების ტოლფასია და ღიად აყენებს გამოწვევის წინაშე ერთი ჩინეთის პრინციპს“, – განაცხადა ჰონგ-კონგის ლიდერმა.

წარსულში, პეკინში აცხადებდნენ, რომ ტაივანი შესაძლოა ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდეს, როგორც ჰონგ-კონგი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.