ჰიუსტონი ბატლერის გადაბირებას ცდილობს
ჰიუსტონი ბატლერის გადაბირებას ცდილობს

„მინესოტას“ მცველმა ჯიმი ბატლერმა შესაძლოა კარიერა ჰიუსტონში გააგრძელოს. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ცნობით, „როკეტსმა“ კარგი წინადადებით მიმართა „მინესოტას“, რომელმაც წინა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბატლერმა თვითონ თხოვა „მინესოტას“ სხვა კლუბში გაშვება, რაზეც „ტიმბერვულზისგან“ თანხმობა მიიღო და ახლა გუნდი განიხილავს შემოთვაზებულ წინადადებებს.

„ჰიუსტონი“ იმედოვნებს, რომ ბატლერი საკმაოდ გააძლიერებს გუნდს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაეხმარება.