ენეს კანტერ ფრიდომმა დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც ჩინეთში „სხვების მონური შრომით“ მდიდრდებიან #1TVSPORT
ენეს კანტერ ფრიდომმა დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც ჩინეთში „სხვების მონური შრომით“ მდიდრდებიან #1TVSPORT

„ბოსტონ სელტიქსის“ ცენტრმა ენეს კანტერ ფრიდომმა დაასახელა NBA-ის მოთამაშეები, რომლებიც ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობენ და, შესაბამისად, „ფულს შოულობენ სხვების მონური შრომით“.

„აი, NBA-ის ყველა ის მოთამაშე, ვისაც ასპონსორებენ ჩინური კომპანიები, რომლებიც საკუთარი პროდუქციის შესაქმნელად მონურ შრომას იყენებენ.

სამწუხაროდ, სპორტული მედიის დიდი ნაწილი და ჟურნალისტები ემორჩილებიან NBA-ს. იქონიეთ სითამამე და შეეკითხეთ ამ სპორტსმენებს მათი უმეცრების შესახებ“, – დაწერა კანტერ ფრიდომმა და გამოაქვეყნა კალათბურთელების სია:

პრესეშ აჩიუვა, ჯიმი ბატლერი, ალექს კარუზო, ჰამიდუ დიალო, სპენსერ დინუიდი, აარონ გორდონი, არ ჯეი ჰეპტონი, უდონის ჰასლემი, გორდონ ჰეივორდი, კევონ ლუნი, ტერენს მენი, სი ჯეი მაკოლუმი, დ’ანჯელო რასელი, კლეი ტომპსონი, ფრედ ვანვლიტი, დუეინ უეიდი, ენდრიუ უიგინსი და ლუ უილიასი.