„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება
„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობას ეხმაურება. ნასრალას თქმით, ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.
„გუშინდელი დანაშაული იყო დიდი და სახიფათო. ეს დანაშაული რეაგირებისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება. ჩვენსა და ჩვენს მტრებს შორის არის დრო და ბრძოლის ველი“, – განაცხადა ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერი ასვეე აცხადებს, რომ „ღვთის ნებით, ისრაელი ვერ შეძლებს ომის მიზნების მიღწევას „ჰამასისა“ და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ“.
ნასრალას თქმით, ამერიკელების ისრაელის მთავრობისადმი მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზაში ომის დასრულებას.
ჰეზბოლას ლიდერი ასევე აცხადებს, რომ თუ ისრაელი ლიბანთან ომს დაიწყებს, მათ ომის არ ეშინიათ.
„თუ ისრაელი გააფართოებს ომს ლიბანთან, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება უსაზღვრო. ჩვენ არ გვეშინია ომის. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაჯდება”, – ამბობს ნასრალა.