„ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებმა ალიანსის გაძლიერებისა და გამარჯვების მიღწევის გზებზე იმსჯელეს
„ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებმა ალიანსის გაძლიერებისა და გამარჯვების მიღწევის გზებზე იმსჯელეს

„ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერებმა ალიანსის გაძლიერების და გამარჯვების მიღწევის გზებზე იმსჯელეს. „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა „ჰამასის“ ლიდერის მოადგილეს, სალეჰ ალ-არურის და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერს, ზიად ალ-ნახალას შეხვდა იმის შესაფასებლად, თუ რა უნდა გააკეთოს მათმა ალიანსმა ღაზაში „წინააღმდეგობის რეალური გამარჯვების მისაღწევად“.

შეხვედრაზე შეფასდა საერთაშორისო დონეზე გამოთქმული პოზიციები.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს, რა უნდა გააკეთოს წინააღმდეგობის ღერძმა ისრაელის შესაჩერებლად.