„ჰეზბოლამ“ ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა
„ჰეზბოლამ“ ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა

„ჰეზბოლამ“ თავისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა.

ამის შესახებ დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელმა ბეირუთში იერიში გუშინ განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო ფუად შუქრი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით, ფუად შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, „ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, „მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ. ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, თავდასხმის შედეგად ფუად შუქრი მოკლეს. აღნიშნულ ფაქტს „ჰეზბოლა“ აქამდე უარყოფდა.